კასპში, კოლხეთის ქუჩაზე მოქალაქემ წყლის მრიცხველის ფილტრში ჟანგის ნატეხები აღმოაჩინა .
“რკინის ნამტვრევები წყლის მრიცხველის ფილტრიდან ამოვიღეთ. ეს კიდევ მცირედია. გამრიცხველიანების დროს ვუთხარით ამ პრობლემის შესახებ,თუმცა დღემდე არ შეგვიცვალეს ეს დაჟანგებული მილები”,-აცხადებს კოლხეთის ქუჩაზე მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე.