ქართველებს ნამდვილად გაგვიმართლა, რადგან შეგვიძლია ვიამაყოთ უძველესი ქართული ენით და უნიკალური დამწერლობით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განმარტებით, ენა ერის იდენტობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი და ფასდაუდებელი საგანძური.
„ქართველებს ნამდვილად გაგვიმართლა, რადგან შეგვიძლია ვიამაყოთ უძველესი ქართული ენით და უნიკალური დამწერლობით. 44 წლის წინ ჩვენ შევძელით დაგვეცვა ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსი. 1978 წლის 14 აპრილი არის დღე, როდესაც ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ თქვა, რომ არასოდეს დათმობს ყველაზე მთავარს – სამშობლოს და ენას. გილოცავთ დედაენის დღეს!- წერს კალაძე.