Wednesday, October 4, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკაკახა კალაძე - "მე არ მიხარია არავის დაჭერა და დაკავება"

კახა კალაძე – “მე არ მიხარია არავის დაჭერა და დაკავება”

“ძალიან ბევრი სიძულვილის ენა, ბოროტება, თუკი რაიმე ცუდი არსებობს ამ ადამიანისგან მოდიოდა, რა თქმა უნდა, მე არ მიხარია არავის დაჭერა და დაკავება” – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მედიაში მუშაობის სტატუსი სამართლებრივ მოქმედებებს ვერ შეაჩერებს.
„კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანები ვართ. კანონზე მაღლა ვერავინ და ვერაფერი დადგება. შესაბამისად, როდესაც შენ დანაშაულს ჩადიხარ, ვერც პოლიტიკოსის სტატუსი, ვერც მედიაში მუშაობის სტატუსი, რა თქმა უნდა, ვერ შეაჩერებს იმ სამართლებრივ მოქმედებებს, რაც საჭიროა დანაშაულის ჩადენის შემდეგ. სახეზე გვაქვს კონკრეტული დანაშაული, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა და ბატონ ნიკა გვარამიას სასჯელი მიესაჯა. იყო კონკრეტული საქმე, ამას მოჰყვა სამართლებრივი რეაგირება და მივიღეთ შედეგი” – განაცხადა კალაძემ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები