ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია შემდეგი სეზონიდან ნაპოლიში ითამაშებს.
იტალიურ კლუბსა და ქართველ ფეხბურთელს შორის 5-წლიანი კონტრაქტი უკვე გაფორმდა.
ხვიჩა კვარაცხელია მანამდე რუსეთში, ყაზანის რუბინში თამაშობდა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი ბათუმის დინამოში გადავიდა.