16-დან 22 მაისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 5 პაციენტი, – ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 605 ადამიანი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 113 058 ტესტი, მათ შორის 103 058 ანტიგენ ტესტი, 10 568 PCR ტესტით.
7 დღის მონაცემებით დადებითობის მაჩვენებელია 0.52%
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 657 154 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 827 ადამიანი.