Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოკიდევ ერთი მასიური საფლავი ბუჩაში

კიდევ ერთი მასიური საფლავი ბუჩაში

ბუჩაში კიდევ ერთი მასიური საფლავი აღმოაჩინეს,სადაც 3ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.საფლავი სოფელ მიროცკეს სიახლოვეს, ტყეში იპოვეს. დაღუპულებს ხელები შეკრული ჰქონდათ, სახეზე კი ნაჭერი ჰქონდათ შემოხეული. ცხედრებს წამების კვალი და სხეულის სხვადასხვა ნაწილში ტყვიის ჭრილობები ეტყობათ.პოლიციის ცნობით, ისინი რუსმა სამხედროებმა სასტიკად აწამეს, შემდეგ კი მოკლეს.

პირველადი ინფორმაციით, ოკუპანტებმა უკრაინის მოქალაქეებზე წამების კვალის დაფარვა სცადეს, ამიტომ ჩაყარეს ცხედრები თხრილში და მიწით დაფარეს.
“მსხვერპლს დიდი ხნის განმავლობაში აწამებდნენ, მათ კიდურებზე ტყვიების კვალი ვიპოვეთ. ბოლოს კი თითოეულ მათგანს ყურში ესროლეს. კიდევ ერთი მასიური საფლავი ბუჩას დასახლებაში, მრავალტანჯულ დასახლებაში სადაც 1 000-ზე მეტი მოქალაქე მოკლეს და აწამეს“, – განაცხადა კიევის პოლიციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ნებიტოვმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები