Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოკიევზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რადიო თავისუფლების უკრაინელი ჟურნალისტი ვერა გირიჩი დაიღუპა

კიევზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რადიო თავისუფლების უკრაინელი ჟურნალისტი ვერა გირიჩი დაიღუპა

კიევზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, გარდაიცვალა რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ჟურნალისტი ვერა გირიჩი.

ერთი დღით ადრე კიევზე სულ მცირე ორი თავდასხმა დაფიქსირდა. კიევის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ერთ-ერთი რაკეტა შევჩენკოვსკის რაიონში 25 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. დღეს კიევის მერმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილის ცხედარი ნანგრევებიდან ამოიღეს.

კიევზე გუშინ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმაზე კომენტარი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა. “VKS-მა მაღალი სიზუსტის შორი დისტანციური იარაღით გაანადგურა კიევში სარაკეტო და კოსმოსური ინდუსტრიის “Artem”-ის საწარმოო შენობები.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები