Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოკიევის პოლიციის ინფორმაციით, რეგიონში კიდევ 20 მოკლული უკრაინელის ცხედარი ნაპოვნია

კიევის პოლიციის ინფორმაციით, რეგიონში კიდევ 20 მოკლული უკრაინელის ცხედარი ნაპოვნია

კიევის რეგიონში, იმ სოფლებში, რომლებიც რუსებს კვირების განმავლობაში ოკუპირებული ჰქონდათ, პოლიციამ დამატებით 20 დაღუპული უკრაინელი მოქალაქის ცხედარი იპოვა.

ამის შესახებ კიევის რეგიონის პოლიციის უფროსი, ანდრეი ნებიტოვმა განაცხადა.

„მხოლოდ გუშინ დამატებით 20 დაღუპულის ცხედარი ვიპოვეთ. ძირითადად ბოროდიანკასა და ახლომდებარე სოფლებში, ისევე, როგორც ვიშოგოროდის დასახლების სოფლებში“ – განაცხადა ნებიტოვმა.

ნებიტოვის ცნობით, საერთო ჯამში პოლიციამ კიევის რეგიონში უკვე იპოვა და სამედიცინო ექსპერტიზა1 235 უკრაინელის ცხედარს ჩაუტარა. 

პოლიციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მათი უმეტესობა მსუბუქი იარაღით მოკლეს.

„მე მინდა ვთქვა, რომ მათი უმეტესობა დაიღუპა მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიით. შესაბამისად, შეგვიძლია ვისაუბროთ რუსეთის ფედერაციის მასშტაბურ დანაშაულებზე კიევის ტერიტორიაზე“ – განაცხადა კიევის რეგიონის პოლიციის უფროსმე.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები