ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი უბედურებას კორონავირუსის გავრცელებას უწოდებს. მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის ფართო გავრცელება მიუთითებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯანდაცვის სისტემას ეპიდკონტროლის კუთხით გარკვეული ნაკლოვანებები აქვს.
„ახლა ქვეყანას ერთიანობა სჭირდება სახელმწიფოსა და ხალხს შორის, რათა ეპიდვითარება რაც შეიძლება სწრაფად დასტაბილურდეს“, – განაცხადა მან.
ჩრდილოეთ კორეის მედიის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით არსებულ ვითარებას გაეცნო.
პანდემიის დაწყებიდან 2 წლის მანძილზე ჩრდილოეთ კორეაში, კორონავირუსის გავრცელების შემთხვევა ოფიციალურად არ დადასტურებულა. ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დასტურების შესახებ 12 მაისსგახდა ცნობილი. ამ დროისათვის ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის 187 800 შემთხვევა დასტურდება, ხოლო ვირუსს 27 ადამიანი ემსხვერპლა.