Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარისამართალიკომპანია ბორჯომის თანამშრომლები ხელმძღვანელობისგან შანტაჟზე საუბრობენ

კომპანია ბორჯომის თანამშრომლები ხელმძღვანელობისგან შანტაჟზე საუბრობენ

კომპანია ბორჯომის თანამშრომლები, ახალ ხელშეკრულებებს მიუღებელი პირობების გამო ხელს არ აწერენ, ამბობენ, რომ მათ ტელეფონზე ურეკავენ აძალებენ შეთანხმებას მოაწერონ ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში კი გათავისუფლებით ემუქრებიან.

თანამშრომლები ამბობენ, რომ ახალ ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად მათ დღის ბოლომდე აქვთ ვადა. როგორც ამბობენ, სატელეფონო ზარებს ირაკლი სტეფნაძე ახორციელებს, რომელიც ადმინისტრაციის თანამშრომელი არ არის და დისტრიბუციაში მუშაობს.

“მიდის დაშინების პროცესი, შანტაჟი. ყველა ღონეს ხმარობს კომპანია, ის ხელშეკრულება, რომელიც მათ უნდათ, გაატაროს. მიდის შანტაჟი. როგორც შეიძლება ეს? რომ დაურეკოს კომპანიის წარმომადგენელმა თავის დასაქმებულს და აშანტაჟოს, რომ თუ ხელს არ მოაწერს, რეორგანიზაციაში მოყვები”, – ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი.

კომპანია ბორჯომმა წარმოება 29 აპრილს შეაჩერა და ორივე ქარხნის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზი დასავლეთის მიერ რუსეთის და რუსი ბიზნესმენების მიმართ დაწესებული სანქციებია – ბორჯომის მფლობელი რუსული კომპანია ალფა გრუფია, რომელიც სანქცირებულთა სიაში მოხვდა – მისი ანგარიშები გაიყინა. 

ქარხნებში 1000 ადამიანია დასაქმებული. წარმოების შეჩერების შემდეგ კომპანიამ მათ ახალი სახელფასო პირობები შესთავაზა – თანამშრომლებს ანაზღაურება გაუნახევრდათ, ასევე, ზეგანაკვეთურ შრომაში ნაცვლად არსებული 140%-ისა, 125%-ს მიიღებენ. 

კომპანია ბორჯომმა 49 თანამშრომელი, რომლებმაც ახალ პირობებს ხელი არ მოაწერეს, სამსახურიდან გაათავისუფლა. გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში აღდგენას და ძველი ხელშეკრულებით მუშაობის გაგრძელებას ითხოვენ. 

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები