Tuesday, September 26, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოკონგრესისგან ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის 33 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვს

კონგრესისგან ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის 33 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს მიმართა, რომ უკრაინის დასახმარებლად 33 მილიარდი დოლარი გამოყოს.

ფინანსური დახმარება მომდევნო რამდენიმე თვეზე გადანაწილდება, სანამ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებს აწარმოებს. დახმარების პაკეტი ითვალისწინებს ფინანსურ უსაფრთხოებას, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას.

ბაიდენის ადმინისტრაციის მოთხოვნის თანახმად, 33 მილიარდიდან 20.4 მილიარდი სამხედრო შეიარაღებისთვის იქნება გამოყოფილი. ამ 20 მილიარდიდან 6 მილიარდი უკრაინის უსაფრთხოებაზე დაიხარჯება.

როგორც ბაიდენმა ბრიფინგზე განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ კონგრესი ამ თანხას დაჩქარებული წესით გამოყოფს. 

“კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დამატებითი დახმარება კონგრესმა დაჩქარებული წესით დაამტკიცოს და გამოყოს”, – განაცხადა ბაიდენმა. 

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები