Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოკრეისერ „მოსკვას“ეკიპაჟის გადარჩენილი წევრი იპოვეს

კრეისერ „მოსკვას“ეკიპაჟის გადარჩენილი წევრი იპოვეს

მისი თქმით, ყველა, ვინც გემბანზე იმყოფებოდა, ვინც კრეისერს მათავდა და გემბანის წინა ნაწილზე იმყოფებოდა დაიღუპა , რადგან დარტყმა სწორედ გემბანზე მოხდა. არიან დაჭრილები და კიდურებ დაკარგული ადამიანები.

ჟურნალისტებმა ჩაძირული კრეისერ „მოსკვას“ეკიპაჟის წევრი იპოვეს. მეზღვაური სასწაულით გადაურჩა გემზე აფეთქებას და შემდგომ ხანძარსაც.
„ყველა, ვინც წინა გემბანზე იყო, დაიღუპა“ განაცხადა მან. ჟურნალისტები გადარჩენილი მეზღვაურის დედას ესაუბრნენ.

ქალის თქმით, 14 აპრილის საღამოს მას შვილმა დაურეკა და ყველაფერი, რაც მან უთხრა, ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ხელისუფლების ოფიციალურ განცხადებებს. ნაწილობრივ დაადასტურა, რომ გემს უკრაინული “ნეპტუნის” რაკეტები მოხვდა და 40 მეზღვაური დაიღუპა. მეზღვაურის დედის თქმით, კრეისერი “მოსკვა” 24 თებერვლიდან უკვე ასრულებდა საბრძოლო დავალებას, მათ შორის ზმეინის კუნძულზე და ბოლო საუბრისას, რუსეთის ჯარები ოპერაციას გეგმავდნენ ოდესაში საზღვაო ქვეითების გადასაჯდომად.

„ შვილმა ტირილით დამირეკა ტელეფონზე და მითხრა: „დედა, გესმის, რა მოხდა? სამი რაკეტა გაგვისროლეს! (უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, კრეისერს მოსკვას ორი რაკეტა “ნეპტუნი” გაუშვეს)“ – ამბობს ქალი. „ზოგიერთი ევაკუირებული იქნა მაკაროვის ფრეგატში. ყველა გადარჩენილი გადაიყვანეს სევასტოპოლში. ტელეფონები მომცეს, იმიტომ, რომ იყვნენ, მაპატიეთ, მხოლოდ შორტებითა და ჟილეტებით. ყველაფერი ჰქონდათ დარჩენილი – ტელეფონებიც და საბუთებიც. არაფრის გარეშე არიან.”

იმ დროისთვის ქალს უკვე ჰქონდა ნანახი ცნობები „გემზე ხანძრის“ შესახებ და ამის თაობაზეც შვილს ჰკითხა.

მან მითხრა: არა, დედა, ეს ასე არ არის სიმართლე. ეს არანაირი ხანძარი არ არის, “

მიყვება განცდილი საშინელებას და ტირის. ეს არ არის ხის ნავი, რომელიც ასე ადვილად აფეთქდება. არავინ არაფერს ხსნის, უბრალოდ არ მესმის, რატომ ვერ დაინახეს ნეპტუნის რაკეტები რადარებმა კრეისერზე, რომელიც სრულად აღჭურვილი იყო.

აქედან გამომდინარე, ქალს არ სჯერა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვერსიის, საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად მოსკოვის კრეისერის აალების შესახებ.

უსაფრთხოების დაცვის მიზნით გადარჩენილის სახელი და სხვა დეტალები არ სახელება.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები