ომის შესწავლის ინსტიტუტის ანალიზით, მზარეულ ევგენი პრიგოჟინი სულ უფრო თავხედურად უტევს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და ოფიციალურ პირებს, ამის საშუალებას მას პუტინი აძლევს.
ცოტა ხნის წინ მზარეულმა გააკრიტიკა საომარ ზონებში ტელეფონების აკრძალვა და გაპარსვის მოთხოვნა.
“ომი აქტიური და გაბედული ადამიანების დროა, არა გაპარსულების, რომლებიც ტელეფონებს აბარებენ,-განაცხადა ,,ვაგნერის” დამფუძნებელმა.
USW მიიჩნევს, რომ პრიგოჟინის შეხედულებები ომისადმი კოვბოის მიდგომის სიმბოლოა, რომელიც შეუფერებელია დიდი და ეფექტური თანამედროვე სამხედროებისთვის.
ომის შესწავლის ინსტიტუტი იმასაც აღნიშნავს, რომ პრიგოჟინი იგორ გირკინთან ერთად ღიად აკრიტიკებს რუს ჩინოვნიკებს და მათ მოღალატეებს უწოდებს და ამაში არ ერევა ვლადიმერ პუტინი.