რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ პრესკონფერენციაზე დასავლელი პარტნიორები გააფრთხილა, რომ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ წაახალისონ.
“შემდგომ პროვოკაციას, რომელიც უკრაინას რუსეთის ობიექტებზე დარტყმისკენ უბიძგებს, რუსეთის მხრიდან მკაცრი პასუხი მოჰყვება,” – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.
ზახაროვამ გაფრთხილებისას დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი, ჯეიმს ჰიპი ახსენა, რომელმაც ადრე თქვა, რომ კიევის მხრიდან რუსეთზე საპასუხო შეტევა ლეგიტიმური იქნება.
ზახაროვას თქმით, რუსეთი არ დაუშვებს ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც უკრაინას სტუმრობენ, რუსეთი ახლომდებარე უკრაინულ ობიექტებზე საპასუხო დარტყმებისგან შეაჩერონ.
“დასავლეთის ქვეყნის მრჩევლები, რომლებიც უკრაინის გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებში რჩებიან, სულაც არ იქნება პრობლემა რუსეთის საპასუხო ზომებისთვის,” – აღნიშნა ზახაროვამ.