გამოცემა „დუმსკაიას“ ინფორმაციით, რომ გემზე გუშინ ღამით აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ხომალდზე ხანძარი გაჩნდა. მათივე ცნობით, წინასწარი მონაცემებით, გემს უკრაინული რაკეტა „ნეპტუნი“ესროლეს, რომელიც მანამდე ცნობილი რუსული გემის, „მოსკვას“ ჩაძირვის მიზეზი გახდა.
გემზე ხანძრის გაჩენას უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკოც ადასტურებს.
“იცით, არსებობს ასეთი დმირალ მაკაროვი. ჰოდა, ისიც ძალიან ცუდად არის – ისევ ზღვის ღმერთმა. კიდევ ერთი რუსული სამხედრო გემი არ წავიდა იქ, სადაც უნდა წასულიყო, თუმცა საკმარისი მიიღო. იმედი მაქვს, ეს გემიც წავა იქ, სადაც უნდა წავიდეს”, – წერს გონჩარენკო ტელეგრამში.