ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი ახსნა-განმარტებით საუბარზე საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ებრაელების შესახებ ნათქვამის შემდეგ დაიბარა.
თუ როგორ შეესაბამება უკრაინის „ნაციფიკაციის“ ბრალდებები იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ებრაელია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე განთავსებული ტრანსკრიპტის მიხედვით, ლავროვმა უპასუხა:
მისი არგუმენტი ასეთია: “ა. ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული სისხლი. ეს აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. ბრძენი ებრაელი ხალხი ამბობს, რომ ყველაზე მხურვალე ანტი- სემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან, „ოჯახს ჰყავს თავისი შავი ცხვრები“, როგორც ჩვენ ვამბობთ.”
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ ლავროვის სიტყვები იყო “უპატიებელი, აღმაშფოთებელი და უხეში ისტორიული შეცდომა”.
“თქვა, რომ ჰიტლერი ებრაელი იყო, იგივეა, რომ ებრაელები თვითინ იკლავდნენ თავს. მხოლოდ ნაცისტები დევნიდნენ ებრაელებს, მხოლოდ ნაცისტები იყვნენ ნაცისტები, მხოლოდ ნაცისტები ანადგურებდნენ სისტემატურად ებრაელ ხალხს”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
ლაპიდის თქმით, ისრაელი ლავროვისგან ბოდიშს ელოდება და რუსეთის ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში იბარებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის სიტყვები დაგმეს აგრეთვე ისრაელის სხვა პოლიტიკოსებმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, მათ შორის იად ვაშემის ჰოლოკოსტის მემორიალის თავმჯდომარემ დანი დაიანმა. მან თქვა, რომ ლავროვმა „მსხვერპლები კრიმინალებად აქცია, სრულიად მცდარი მტკიცებით, რომ ჰიტლერი წარმოშობით ებრაელი იყო“.