Wednesday, October 4, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა რუსეთის მხრიდან უკრაინაში განხორციელებული გენოციდი აღიარეს

ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა რუსეთის მხრიდან უკრაინაში განხორციელებული გენოციდი აღიარეს

ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა მიიღეს განცხადება, რომელშიც აღიარეს, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გენოციდი განახორციელა.განცხადება ლატვიის სეიმმა ერთხმად მიიღო.

„სეიმი გმობს რუსეთის საომარ აგრესიასა და ფართომასშტაბიან შეჭრას უკრაინაში, ბელარუსის რეჟიმის მხარდაჭერითა და მონაწილეობით. რუსეთის გაუმართლებელი შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევაა, ასევე რუსეთის მიერ გაეროს დადგენილებით ნაკისრი ვალდებულებებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა“,- ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი რიჩარდ კოლი უკრაინელი ხალხის დაცვის მოწოდებით გამოვიდა.

„ამის მიღწევა შესაძლებელია, მხოლოდ იარაღის მიწოდების სწრაფი და მკვეთრი ზრდის შედეგად და ევროკავშირის მიერ რუსეთიდან წიაღისეული საწვავის იმპორტის დაუყოვნებლივი შეწყვეტით“, – განაცხადა რიჩარდ კოლიმ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები