Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებალგბტ+ ადამიანებს სახელმწიფო წლებია უსაფრთხოების გარანტიებს ვერ აძლევს

ლგბტ+ ადამიანებს სახელმწიფო წლებია უსაფრთხოების გარანტიებს ვერ აძლევს

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან უთანასწორობის შემცირებისთვის არასაკმარისია ძალისხმევა.

 “ლგბტ+ ადამიანები და მათი მხარდამჭერები ამ დღის საჯაროდ აღნიშვნას ძალადობის რისკების და სახელმწიფოს მხრიდან დაცვის გარანტიების არარსებობის გამო წლებია ვერ ახერხებენ.”

ომბუდსმენი ყურადღებას ამახვილებს, რომ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების დროული, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული გამოძიების საკითხი. სახელმწიფოს დღემდე არ აქვს შექმნილი სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის ერთიანი სტრატეგია და ჰომო/ტრანსფობიურ დანაშაულებზე სახელმწიფოს რეაგირება ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს ეფექტიანობის, დროულობისა და მიუკერძოებლობის სტანდარტებს.

ლომჯარია 2021 წლის 5 ივლისსაც იხსენებს, როდესაც ულტრამემარჯვენე ჯგუფების ლიდერები და წევრები საზოგადოებას ლგბტ+ თემის წარმომადგენლებისა და მათი მხარდაჭერების მიმართ ძალადობისკენ პირდაპირ და საჯაროდ მოუწოდებდნენ, პოლიციამ კი ძალადობა ეფექტურად ვერ აღსაკვეთა.

“მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში გაიზარდა ლგბტ+ თემის ხილვადობა და შემცირდა საზოგადოებაში არსებული დისკრიმინაციული განწყობები, ამ პროცესს თან არ ახლავს სახელმწიფოს თანმიმდევრული და გააზრებული პოლიტიკა. უფრო მეტიც, სახელმწიფოს სამართლებრივი უმოქმედობა ახალისებს ლგბტ+ ადამიანების მიმართ უთანასწორობას საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში, ვერ აუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხს და დაუცველს ტოვებს მათ ძალადობისა და დისკრიმინაციის პირისპირ” – ნათქვამია განცხადებაში.

17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნას ლგბქ+ თემის წევრები და მათი მხარდამჭერები 2012 წლიდან ყოველ წელს რადიკალური ჯგუფების მხრიდან წინააღმდეგობის ფონზე აღნიშნავენ.

ჰომოფობიისა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს ეკლესიამ ოჯახის სიწმინდის დღე დაუპირისპირა, რომელიც ასევე 17 მაისს აღინიშნება.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები