Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებალევან სილაგავა - ქვეყანაში ხორბლის მარაგი შემცირებულია.

ლევან სილაგავა – ქვეყანაში ხორბლის მარაგი შემცირებულია.

„დღეს მსოფლიოში არაორდინალური სიტუაციაა და საჭიროა, წისქვილკომბინატების მუშაობა, რაც ხელს შეუწყოფს სამუშაო ადგილების შექმნას და არა მარტო ფქვილის გამოშვებას, არამედ ქატოს, რომელიც სამწუხაროდ, დღეს საქართველოში დეფიციტური გახდა“. -ამის შესახებ “საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განანცხადა.

მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ ბრიფინგზე სილაგავამ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ამ საკითხს ფართოდ უნდა შეხედოს. მან ხელისუფლებას მიმართა, რომ ხორბლის მარაგები შეიქმნას.

„დიდი წისქვილებიდან დაახლოებით 4 მუშაობს, „ბევრილი ჯგუფის“ ორივე წისქვილი გაჩერებულია თბილისში და ფოთშიც, მცირე წისქვილებიც ფაქტობრივად გაჩერებულია, დანარჩენი კი მცირე სიმძლავრეებზე მუშაობენ. მცირე სიმძლავრეებზე იმიტომ მუშაობენ, რომ მოთხოვნა არის მცირე და მეორე, მუშაობენ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ მაღალი კვალიფიკაციის ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, რომლის ამუშავების შემდეგ, აუცილებლად დასჭირდებათ“. -განაცხადა სილაგავამ.

“საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოს რუსულ ბაზართან კავშრზეც ისაუბრა.

„რუსეთიდან ხორბალი თითქმის არ შემოდის, ძირითადად ფქვილი შემოდის. ყველაზე კარგი რეცეპტი არის ადგილობრივი წარმოება, ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა“.-  განაცხადა ლევან სილაგავამ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები