Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკა„ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაზემ რუსული პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივა გააჟღერა.

„ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაზემ რუსული პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივა გააჟღერა.

 მამუკა ხაზარაზემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინაში არსებული ვითარების გამო რუსული პროპაგანდა და მისი არ აკრძალვა ღალატის ტოლფასია. პოლიტიკოსის განცხადებით, უკრაინაში არამხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს ბედიც წყდება.

“დღეს, რუსული პროპაგანდა და მისი არ აკრძალვა არის ღალატის ტოლფასი. დღეს ენის მოჩლექვა და ლოდინი, ვინ მოიგებს ომს, რომ აგრესორის მხარეს მერე დადგე, ეს არის ღალატის ტოლფასი. ამიტომ, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ უკრაინაში დღეს წყდება უკრაინისა და საქართველოს ბედი, წყდება თავისუფალი სამყაროს ბედი, უკრაინაში დაწყებულია იმპერიის დაშლისა და დემონტაჟის პროცესი”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები