Thursday, December 1, 2022
spot_img
მთავარიმსოფლიოლეონიდ კრავჩუკი გარდაიცვალა

ლეონიდ კრავჩუკი გარდაიცვალა

უკრაინული მედია იტყობინება, რომ უკრაინის პიველი პრეზიდენტი, ლეონიდ კრავჩუკი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

2021 წლის 29 ივნისს უკრაინის პირველმა პრეზიდენტმა გულზე ოპერაციის გამო გამოტოვა უმაღლესი რადას საზეიმო სხდომა კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით. ოპერაციის შემდეგ ის მოთავსებული იქნა ინტენსიურ დაწესებულებაში.

ივლისში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლეონიდ კრავჩუკს ერთი თვის განმავლობაში ინტენსიურ მკურნალობა უტარდებოდა.
ლეონიდ კრავჩუკი დამოუკიდებელი უკრაინის პირველი პრეზიდენტი იყო. რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინთან და გასულ კვირას გარდაცვლილი დამოუკიდებელი ბელორუსის პირველ ლიდერ სტანისლავ შუშკევიჩთან ერთად, კრავჩუკმა მონაწილეობა მიიღო ბელოვეჟსკაიას შეთანხმების ხელმოწერაში, რომელმაც დაასრულა სსრკ-ს არსებობა.

2020 წლის ივლისში ლეონიდ კრავჩუკი უკრაინის დელეგაციას დონბასზე სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფს ხელმძღვანელობდა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები