Saturday, June 10, 2023
spot_img
მთავარისამართალილიეტუვის სეიმმა ე.წ. გიორგეევსკის ლენტის, Z და V სიმბოლოების აკრძალვის შესახებ კანონპტოექტი...

ლიეტუვის სეიმმა ე.წ. გიორგეევსკის ლენტის, Z და V სიმბოლოების აკრძალვის შესახებ კანონპტოექტი მიიღო, მაია სანდუმ მოლდოვაში ამ სიმბოლოების აკრძალვის კანონს მოაწერა ხელი

ლიეტუვის სეიმმა შეკრებებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა, ის კრძალავს ტოტალიტარული ან ავტორიტარული რეჟიმების სიმბოლოებს, რომლებიც გამოიყენება აგრესიის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებსა და ომის დანაშაულების წინააღმდეგ.

კონკრეტულად, დოკუმენტში მითითებულია გიორგეევსკის ლენტის, Z და V სიმბოლიკების აკრძალვა.

ასეთი სიმბოლოების დემონსტრირებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 300-700 ევრომდე, იურიდიული პირებისთვის კი 1200 ევრომდე იქნება. განმეორებითი დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 500-900 ევროს ოდენობით ფიზიკური პირებისთვის, ხოლო 800-1500 ევროს ოდენობით იურიდიული პირებისთვის.

„ამ კანონში ცვლილებები არ არის უბრალოდ აუცილებელია, ის ძალიან აუცილებელია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის, თუ გვინდა აუკრაინის ბედი არ გავიზიაროთ, პრევენციულად ვიმოქმედოთ რუსული პროპაგანდაზე. ჩვენ ვხედავთ, რაც ხდება და რეალობა შეიცვალა რუსეთის მოქალაქეების გონებაში.“ – აცხადებს ცვლილებების ერთ-ერთ ავტორი,იონიკა ოშმიანსკე.

14 აპრილს მოლდოვის პარლამენტმა კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც ქვეყანაში ე.წ. გიორგეევსკის ლენტისა და Z და V სიმბოლოების გამოყენებას კრძალავს, რომლებსაც რუსული ჯარები უკრაინაში იყენებენ. ამ სიმბოლოების დამზადება, რეალიზაცია და საჯარო გამოყენება ჯარიმას ან საზოგადოებრივ დარღვევას ექვემდებარება. 19 აპრილს პრეზიდენტმა მაია სანდუმ ხელი მოაწერა ამ კანონს.

უკრაინის უმაღლესმა რადამ ასევე აკრძალა ასოების Z და V და რუსეთის შეიარაღებული ძალების სიმბოლოების გამოყენება ტანსაცმელზე, სოციალურ ქსელებში, მედიაში, რეკლამებსა და საზოგადოებრივ ადგილებში.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები