დღეს, 4 მაისს (20:00 სთ), კვიპროსის თასის განმეორებით შეხვედრაში, თემურ ქეცბაიას “ანორთოსისი” “ომონიას” სტუმრობს. ფამაგუსტელები საკუთარ მოედანზე (0:2) დამარცხდნენ და ურთულესი ამოცანის წინაშე დგანან.
საინტერესოა, ქართველი სპეციალისტი კარის დაცვას ვის ანდობს:
“შეგახსენებთ, რომ პირველ ნახევარფინალში ქეცბაიამ ცური აირჩია, რომელიც “თასის მეკარე” გახადა, რადგან ამ ტურნირზე ოთხივე მატჩში ათამაშა. ქართველმა მწვრთნელმა “ომონიასთან” გაშვებული ორი გოლის შემდეგ კრიტიკა იმის გამო დაიმსახურა, რომ გიორგი ლორიას არ დაეყრდნო. საინტერესოა, ამჯერად ვის აირჩევს.
რამდენად შეძლებენ ქეცბაია და მისი გუნდი 2-ბურთიანი სხვაობის აღმოფხვრას.