Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოლუკანშენკოს მიაჩნია რომ რუსეთის ომი უკრაინაში გაიწელა

ლუკანშენკოს მიაჩნია რომ რუსეთის ომი უკრაინაში გაიწელა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოს ამბობს, რომ არ ეგონა, თუ რუსეთის “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” უკრაინაში ამდენხანს გაიწელებოდა.

ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ის “ყველაფერს აკეთებს ომის შესაჩერებლად”.

“საკმარისად არ ვარ გარკვეული ამ პრობლემაში, რომ ვთქვა, გეგმის მიხედვით მიდის, როგორც რუსები ამბობენ, თუ მე ვფიქრობ ამას. კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, მიმაჩნია, რომ ეს ოპერაცია გაიწელა”, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

ბელორუსის ლიდერი ამტკიცებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები მისი წყალობით დაიწყო.

“ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ომს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ახლაც ვაკეთებთ, რომ ომი არ იყოს. ჭეშმარიტად, ჩემი წყალობით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დაიწყო”, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

გარდა ამისა, ბელარუსის პრეზიდენტმა თქვა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება მიუღებელი იქნება, თუმცა ვერ დააკონკრეტა, აქვს თუ არა რუსეთს ასეთი გეგმები.

“ბირთვული იარაღის გამოყენება მიუღებელია, რადგან რუსეთი ჩვენთან ახლოსაა, ჩვენ არ ვართ ოკეანის გადაღმა, როგორ შეერთებული შტატები.  ამასთანავე, ეს მიუღებელია, რადგან მან შესაძლოა ორბიტიდან გადაისროლოს დედამიწა, კაცმა არ იცის სად”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები