მაკდონალდსმა რუსულში ბიზნესის გაყიდვის პროცესი დაიწყო, რომელიც 850 რესტორანს მოიცავს და 62,000 ადამიანია დასაქმებულია. კომპანიამ რუსეთში ოპერირების შეჩერების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მარტში მიიღო.
მაკდონალდსი აცხადებს, რომ საკუთარ რესტორნებს გაყიდის და ეს რესტორნები მაკდონალდსი აღარ იქნება, რადგანაც მათზე არსებულ ბრენდირებულ წარწერებს და ლოგოებს ჩამოხსნიან.
მაკდონალდსის განცხადებით, კომპანია რუსეთში საკუთარ საავტორო უფლებებს შეინარჩუნებს, რაც სხვა პირებს არ მისცემს შესაძლებლობას თავიანთი “მაკდონალდსები” გახსნან.