Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარისპორტი"მამარდაშვილი წარმოუდგენელ დონეზე თამაშობს და მისით კმაყოფილი ვართ"-ხოსე ბორდალასი

“მამარდაშვილი წარმოუდგენელ დონეზე თამაშობს და მისით კმაყოფილი ვართ”-ხოსე ბორდალასი

ჯერხოსე ბორდალასი: “მამარდაშვილი წარმოუდგენელ დონეზე თამაშობს და მისით კმაყოფილი ვართ”„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა „ლევანტესთან“ მატჩის შემდეგ, რომლის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი დასახელდა, ქართველ მეკარეზე ისაუბრა.

როგორც ბორდალასმა აღნიშნა, ისინი ძალიან კმაყოფილი არიან გიორგით და ის წარმოუდგენელ დონეზე თამაშობს.

„არ ვიცი, აპირებენ თუ არა მისი გამოსასყიდი თანხის გაზრდას, ეს კლუბის საკონტრაქტო საკითხებია და მე არ მეხება. ამაზე ვერ გიპასუხებთ, მაგრამ სამაგიეროდ, შემიძლია გითხრათ, რომ ის წარმოუდგენელ დონეზე თამაშობს. ძალიან თავდაჯერებული ხდება და ძალიან ბედნიერი ვარ მის გამო. მას ძალიან ეხმარებიან მეკარეების მწვრთნელები და მისი კოლეგები (სილესენი და ხაუმე), რომლებსაც მეტი გამოცდილება აქვთ. სიმართლე ისაა, რომ ჩვენ მისით ძალიან კმაყოფილი ვართ“, – თქვა ბორდალასმა.
RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები