Saturday, December 9, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკამარგველაშვილი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სააკაშვილმა მას ენმ-ს თავმჯდომარეობა შესთავაზა

მარგველაშვილი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სააკაშვილმა მას ენმ-ს თავმჯდომარეობა შესთავაზა

ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობა შესთავაზა. ამგვარი შემოთავაზების არსებობას არც პარტიაში ადასტურებენ.

“100%-ით ტყუილია. 100%-ს რატომ ვამბობ, ამის არც შემოთავაზება არ ყოფილა, არც განხილვა, არც ჩემი გადაწყვეტილება არ არსებობს. 100%-ით მოგონილი ამბავია. ჩემი აზრით, გუშინდელი სკანდალური ჩანაწერის გადასაფარად. არანაირი განხილვა, შემოთავაზება, მოთელვა არ ყოფილა ბუნებაში. არის ხოლმე ამბები, 1% მართალია და 99%-ს მოაბამენ. ასეთი ამბავიც კი არ არის. სრულიად მოგონილია.” – თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

მეოთხე პრეზიდენტი ამბობს რომ მისი დამოკიდებულება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ წლების განმავლობაში უცვლელია, ის არ იზიარებს ამ პარტიის ღირებულებებს და შესაბამისად, ამ პარტიასთან თანამშრომლობა განხილვის საგანი ვერც იქნებოდა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი მარგველაშვილს ენმ-ს თავმჯდომარეობა პირადად მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა და ამიტომ 15 აპრილს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან ერთად წავიდა გიორგი მარგველაშვილი კიევში.

ამ თემაზე კომენტარი გააკეთა ირაკლი კობახიძემაც, “ქართული ოცნებიდან.” მან თქვა, რომ ენმ-ში დაძაბულობა და დაპირისპირებაა, სააკაშვილს კი მარგველაშვილის კანდიდატურა ნიკა მელიას “თავიდან მოსაშორებლად” სჭირდება.

“აქამდე მარგველაშვილი ფაქტობრივად “ნაცმოძრაობის” რიგითი წევრი იყო და რა თქმა უნდა, როდესაც რიგითი წევრობიდან ეგრევე თავმჯდომარე ხდები ეს არის სერიოზული დაწინაურება. ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ისინი ძალიან უხდებიან ერთმანეთს. მათი მორალური ფასეულობები აბსოლუტურ თანხვედრაშია. გარდა ამისა, ეს არის იმ წინააღმდეგობების გაგრძელება რაც არის პარტიის შიგნით. როდესაც სუსტდება პარტია ასეთ დროს თავს იჩენს ხოლმე პარტიის შიგნით დაპირისპირებები. დიდი ხანია ვიცით რომ სააკაშვილი ეჭვიანობს მელიაზე და სხვებზე და ბუნებრივია მას სურს მელიას თავიდან მოშორება, რომელიც ისედაც ფორმალური თავმჯდომარეა დღემდე. რეალური ლიდერი და ბელადი ამ პარტიაში ბუნებრივია კვლავ სააკაშვილი იქნება,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ .

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები