Wednesday, October 4, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიომარიუპოლში ეპიდემიების გავრცელების საშიშროებაა

მარიუპოლში ეპიდემიების გავრცელების საშიშროებაა

მარიუპოლში საშინელი სანიტარული პირობებია და ათასობით ცხედარი მიტოვებული ქუჩაში რჩება, მარიუპოლის ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქალაქში ეპიდემიების გავრცელების საშიშროებაა.

მიუხედავად მძიმე ბრძოლებისა და ცენტრალიზებული წყალმომარაგების არარსებობისა, დაახლოებით 100 000 ადამიანი კვლავ ცხოვრობს ქალაქში.

ქალაქის საბჭოს განცხადებით არსებობს ქოლერის, დიზენტერიისა და ეშერიხია კოლის საშიშროება.

ასევე, ქალაქში აუტანელი საცხოვრებელი პირობებია, რომლებიც ტემპერატურის მატებასთან ერთად უარესდება.

“ჰაერის ტემპერატურამ უკვე 20 გრადუსს მიაღწია. ქალაქში შეიძლება მალე გაჩნდეს ძლიერი და მომაკვდინებელი ეპიდემიები ცენტრალიზებული წყალმომარაგებისა და სანიტარული სისტემის არარსებობის, ნანგრევების ქვეშ ათასობით გვამის გახრწნის, სასმელი წყლისა და საკვების კატასტროფული დეფიციტის გამო.”

მარიუპოლელის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა, რომ : “ოკუპანტები ვერ უზრუნველყოფენ იქ მყოფ მოსახლეობას საკვებით, წყლით და მედიკამენტებით, ან უბრალოდ არ არიან დაინტერესებული ამით. ისინი ბლოკავენ ევაკუაციის ყველა მცდელობას. ამის გარეშე ხალხი დაიღუპება. საჭიროა სასწრაფო და სრული ევაკუაცია.”

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები