Wednesday, October 4, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიომარიუპოლში რუსმა სამხედროებმა საევაკუაციო ავტომობილი ჩაცხრილეს

მარიუპოლში რუსმა სამხედროებმა საევაკუაციო ავტომობილი ჩაცხრილეს

მარიუპოლში რუსმა სამხედროებმა “სიჩუმის რეჟიმი” დაარღვიეს და საევაკუაციო ავტომობილი ჩაცხრილეს, რომელიც აზოვსტალში მშვიდობიანი მოქალაქეების წამოსაყვანად ჩადიოდა.

თავდასხმის დროს დაიღუპა ერთი სამხედრო, კიდევ 6 დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაცია აზოვის ბატალიონმა გაავრცელა.

“ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დროს, აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე რუსებმა გამოიყენეს ანტისატანკო რაკეტა და ესროლეს ავტომობილს. ეს ავტომობილი მიემართებოდა მშვიდობიან მოქალაქეებთან, რათა ქარხნის ტერიტორიიდან გამოეყვანა. მტერი აგრძელებს ყველა შეთანხმების დარღვევას და არ იცავს უსაფრთხოების გარანტიებს, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ეხება”, – ამბობენ აზოვის ბატალიონში.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები