საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის გამზირზე წყალმომარაგების მაგისტრალური მილის დაზიანებასთან დაკავშირებით „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის გამზირზე N6-თან “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა.
მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ადგილზეა მობილიზებული. მილის დაზიანებული მონაკვეთიდან წყლის ნაკადის შესაჩერებლად ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაიკეტა. ამ ეტაპზე დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.