Monday, December 11, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიომაქსიმ გალკინი რუს ოფიციალურ პირებს აკრიტიკებს

მაქსიმ გალკინი რუს ოფიციალურ პირებს აკრიტიკებს

რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ, რუ­სე­თი და­ტო­ვეს და სა­ცხოვ­რებ­ლად ის­რა­ელ­ში გა­და­ვიდ­ნენ ცნო­ბი­ლი რუსი ვარ­სკვლა­ვი ალა პუ­გა­ჩო­ვა და მისი მე­უღ­ლე, მაქსიმ გალკინი რო­მელ­მაც ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ომის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ არა­ერ­თი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ამ­ჯე­რად “ინ­სტაგ­რა­მის” სა­შუ­ა­ლე­ბით მან საზოგადოებას აღ­დგო­მა მიულოცა და თქვა რომ რამდენიმე კითხვა აქვს.

“ვუ­ლო­ცავ ყვე­ლა მარ­თლმა­დი­დე­ბელს აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულს, ყვე­ლას მშვი­დო­ბას, სიყ­ვა­რულს და სი­კე­თეს ვუ­სურ­ვებ. მაქვს რამ­დე­ნი­მე კი­თხვა, რაც მინ­და ახლა დავ­სვა. კო­მენ­ტა­რე­ბი გავ­თი­შე, საკ­მა­რი­სია, რაც ტრო­ლებ­მა ტრო­ლე­ბის ფაბ­რი­კი­დან, ჩემი პოს­ტე­ბი­დან ფული აკე­თეს. თა­ვი­დან ვერ ვხვდე­ბო­დი, ამ­ხე­ლა კო­მენ­ტა­რებს რა­ტომ წე­რენ, მერე გა­ვი­გე, რომ თურ­მე კა­პი­კებს სი­ტყვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით უხ­დი­ან. რა­ო­დენ არ უნდა გჯე­რო­დეს შენი ხალ­ხის აზ­რის, რომ ბი­უ­ჯე­ტი­დან ამ­ხე­ლა თან­ხებს ასე ყრი­დე ტრო­ლე­ბის ფაბ­რი­კა­ში, რათა წარ­მო­ა­ჩი­ნო, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ხალ­ხი ერ­თია. კარ­გი ამას შე­ვეშ­ვათ, და­ვუბ­რუნ­დე­ბი კი­თხვებს:

გუ­შინ, აღ­დგო­მის წინ, წმინ­და ცე­ცხლის გად­მოს­ვლის დღე – რუ­სუ­ლი ფრთო­სა­ნი რა­კე­ტე­ბი დაფ­რი­ნა­ვენ ოდე­სის სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუ­სებ­ზე. იღუ­პე­ბა ოჯა­ხი, კვდე­ბა სამი თვის ბავ­შვი. ეს რო­გორ ხდე­ბა, ამიხ­სე­ნით! ფრთო­სა­ნი რა­კე­ტე­ბი სა­ერ­თოდ რა­ტომ უნდა დაფ­რი­ნავ­დნენ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუ­სებ­ში?

რუ­სე­თის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი, ჩა­მო­დი­ხართ და იე­რუ­სა­ლი­მის პატ­რი­არ­ქთან ერ­თად ლო­ცუ­ლობთ მშვი­დო­ბის­თვის, მი­გაქვთ წმინ­და ცე­ცხლი მოს­კოვ­ში და ამა­ვე დროს იგი­ვე მთავ­რო­ბა ბომ­ბავს უკ­რა­ი­ნას… ან იქ­ნებ ეს ჩვენ არ ვართ? მო­ვის­მი­ნე ახ­სნა, რომ თურ­მე მა­ღა­ლი სი­ზუს­ტის რა­კე­ტე­ბი სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუსს იმი­ტომ მოხ­ვდა, რომ უკ­რა­ი­ნულ­მა სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვამ ეს რა­კე­ტე­ბი ჩა­მო­აგ­დო. ანუ სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვა თუ არ იმუ­შა­ვებს, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა?!

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები