Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიომაქსიმ ჟორინი - რუსული ძალები მარიუპოლის დაბომბვას აგრძელებენ

მაქსიმ ჟორინი – რუსული ძალები მარიუპოლის დაბომბვას აგრძელებენ

„რუსული ძალები არ წყვეტენ მარიუპოლის ტერიტორიების დაბომბვას ე.წ. “მწვანე დერეფნების” შესახებ მოლაპარაკებების ფონზე, რაც ზღუდავს იმ ადამიანების რაოდენობას, რომელთა ევაკუაციაც შესაძლებელია. დაფიქრდით, ქალაქში 100 000-ზე მეტი ადამიანია, ზოგიერთი მათგანი ნანგრევების ქვეშაა, ზოგი სარდაფებში,“- აღნიშნა „აზოვის“ პოლკის ყოფილმა მეთაურმა მაქსიმ ჟორინმა.

ყოფილი მეთაურის თქმით, „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან. მათ შორის არიან ქალები, ბავსვები და მოხუცებიც.

„მწვანე დერეფანზე შეთანხმების მიუხედავად, რუსები ცინიკურად ესროდნენ თავშესაფრებს, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა. ასე რომ, რა თქმა უნდა, რუსების ნდობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება,“- აღნიშნა ჟორინმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები