Monday, December 11, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებამედეა მეტრეველი-"დღეს დუმილი არის თანამონაწილეობის ტოლფასი"

მედეა მეტრეველი-“დღეს დუმილი არის თანამონაწილეობის ტოლფასი”

„ამ პროცესს ექნება გაგრძელება, მტკივნეული თანმდევი შედეგებით. აიკრძალება ალბათ ლიტერატურა, მუსიკა, სპექტაკლები, გამოფენები ყველა იმ ავტორის ვინც ოდნავ კრიტიკული შეფასებში იქნება ეჭვმიტანილი“,-ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა მედეა მეტრეველმა განაცხადა, რითაც კინოაკადემიის მიერ ფილმი „მოთვინიერების“ სეანსების გაუქმებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ხელისუფლებისთვის დამოუკიდებელი და თავისუფალი ხელოვანები საფრთხეს წარმოადგენენ, სკამების დაკარგვის საფრთხეს. დღეს დუმილი კი თანამონაწილეობის ტოლფასი ქმედებაა.

„ძალიან სამარცხვინოა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ საფრთხეზე, რაც ამ გადაწყვეტილებაში ჩანს – ამ პროცესს ექნება გაგრძელება, მტკივნეული თანმდევი შედეგებით. აიკრძალება ალბათ ლიტერატურა, მუსიკა, სპექტაკლები, გამოფენები ყველა იმ ავტორის ვინც ოდნავ კრიტიკული შეფასებში იქნება ეჭვმიტანილი. იმედს ვიტოვებ, ჩემი კოლეგები, ადამიანები ვინც სამინისტროში და მის დაქვემდებარებულ კულტურულ ორგანიზაციებში მუშაობენ და მათთან წლების ურთიერთობა და თანამშრომლობა მაკავშირებს ამ ფაქტზე თავის ღია პოზიციას დააფიქსირებენ. მინდა მჯეროდეს, რომ ეს ასე იქნება… მინდა მჯეროდეს, რომ მათთვისაც მიუღებელია ეს სამარცხვინო პროცესები.დღეს დუმილი არის თანამონაწილეობის ტოლფასი ქმედება და ყველას მოგვიწევს ამ კოლექტიური პასუხისმგებლობით ცხოვრების გაგრძელება“, – აცხადებს მედეა მეტრეველი.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები