მელიტოპოლის მერის ივან ფედოროვის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქიდან ბულგარეთისკონსული გაიტაცეს.
„მთელი ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი ჩემი კოლეგა გაიტაცეს, ახლა 29 მათგანიოკუპანტის ციხეებში იმყოფება. რაც შეეხებათ აქტივისტებსა და ბიზნესმენებს – ოკუპანტების უწყვეტი პრაქტიკაა, რომ იტაცებენ ყველას, ვისაც საკუთარი აზრი დაპატრიოტული განწყობები აქვს. რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომმელიტოპოლიდან ბულგარეთის საპატიო კონსული გაიტაცეს“, – განაცხადა ფედოროვმა.
მისი თქმით,რუსული სამხედროები ადგილობრივ მცხოვრებლებს ქალაქის დატოვებისსაშუალებას არ აძლევენ.
„ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მათ ევაკუაციის პროცესი ზაპოროჟიეს ოლქისა დანებისმიერი სხვა მიმართულებით სრულად დაბლოკეს. ოკუპანტები მოქალაქეებსმხოლოდ ყირიმში წასვლის საშუალებას აძლევენ“. – განაცხადა ივან ფედოროვმა.