Friday, December 2, 2022
spot_img
მთავარისამართალიმეუღლისთვის ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობის საქმეზე ბრალდებულს ბრალი წარედგინა

მეუღლისთვის ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობის საქმეზე ბრალდებულს ბრალი წარედგინა

მამაკაცს, რომელმაც ბორჯომში 37 წლის მეუღლეს ცივი იარაღით 16 ჭრილობა მიაყენა, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1-ელ მაისს, ბრალდებულმა ბორჯომში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით სცადა მეუღლის მოკვლა. ასევე, მეუღლის დედას ფიზიკურად გაუსწორდა.

„პროკურატურამ ბორჯომში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა საქართველოს პროკურატურამ, ბორჯომში, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტზე, გ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1-ელ მაისს, ბრალდებულმა ბორჯომში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით სცადა მეუღლის მოკვლა, კერძოდ, მას დანით თექვსმეტი ჭრილობა მიაყენა. ბრალდებული ასევე, მეუღლის დედას ფიზიკურად გაუსწორდა. პროკურატურამ ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 11 პრიმა, 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ1“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ბ“ და“ე“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, დამამძიმებელ გარემოებებში) წარუდგინა ბრალდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დანაშაული სასჯელის ზომად 16-დან 20- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები