Tuesday, September 26, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებამეწარმე დევნილებსა და ეკომიგრანტებს გრანტები გადაეცემათ

მეწარმე დევნილებსა და ეკომიგრანტებს გრანტები გადაეცემათ

29 მეწარმე დევნილსა და ეკომიგრანტს საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცემათ.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროგრამის მიზანი იძულებით გადაადგილებული პირების სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა.

მეწარმეობით დაკავებული, დევნილები და ეკომიგრანტები, საქმიანობის გაფართოებისთვის საჭირო ტექნიკისა და დანადგარების შესაძენად, 7500 ლარის ფარგლებში დაფინანსდნენ და მინიმუმ ერთი იძულებით გადაადგილებული პირის დასაქმების ვალდებულება აქვთ.

გამარჯვებულები კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად გამოავლინა.

პროგრამა სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის – ,,მოწყვლადი, დევნილი და ადგილობრივის” ფარგლებში გაიმართა. 

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები