Monday, December 11, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიომე მჯერა, რომ ევროპას ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს უარი თქვას რუსეთის ნავთობსა და...

მე მჯერა, რომ ევროპას ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს უარი თქვას რუსეთის ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე – ვოლოდიმირ ზელენსკი

ევროკავშირის ლიდერების მიერ რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგოს დაწესებას მიღწევას, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება.

ზელენსკი თვლის, რომ ევროკავშირის ქვეყნებს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდათ გადაწყვეტილების მისაღებად, რადგან სანქციების ბოლო პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ 2 თვის წინ დაწესდა.

ზელენსკიმ მადლობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსაც გადაუხადა, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებს შორის კომპრომისის მისაღწევად მაქსიმუმი გააკეთა.

„რუსეთმა გაცილებით მაღალი ფასი უნდა გადაიხადოს აგრესიისთვის. საკვანძო პუნქტი, რა თქმა უნდა, ნავთობია. მე მჯერა, რომ ევროპას ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს უარი თქვას რუსეთის ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე, რადგან ეს ეხება თავად ევროპელების დამოუკიდებლობას რუსული ენერგიის იარაღად გამოყენების წინააღმდეგ. რაც უფრო მალე მოხდება ეს, რაც უფრო სრული იქნება რუსულ ნავთობზე უარის თქმა, მით უფრო დიდი სარგებელი ექნება საბოლოო ჯამში თავად ევროპას“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერები რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგოს დაწესების კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმდნენ, რომელიც ნავთობის იმპორტის ორ მესამედზე მეტის აკრძალვას ითვალისწინებს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები