Tuesday, November 29, 2022
spot_img
მთავარიპოლიტიკა„მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას დაპატიმრების საკითხზე პოლიტიიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლების...

„მთავარი არხის” დამფუძნებლის ნიკა გვარამიას დაპატიმრების საკითხზე პოლიტიიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლების შეხვედრა შედგა

სასტუმრო „რედისონში“ ოპოზიციური პარტიების და მედიამენეჯერების საკოორდინაციო შეხვედრა დაახლოებით სამ საათს შემდეგ დასრულდა. შეხვედრა „მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრებას უკავშირდებოდა.

ერთობლივი გეგმა მედიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გააცნო. ის დადებითად აფასებს, იმას, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთობლივი შეხვედრა კვლავ შედგა. „დიდი პერიოდის განმავლობაში არაფერი მიახლოებულიც კი არ გვინახავს“, – შენიშნა მელიამ.

ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, ერთობლივი გეგმა შემდეგ საკითხებს მოიცავს:

  • „ნომერ პირველი საკითხი, რომელიც სასწრაფოდ გადასაჭრელია, დღეები არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ „მთავარი არხი“, როგორც თავისუფალი მედიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი გადარჩეს. თითოეული ჩვენგანი, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა, შევთანხმდით, რომ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ სხვადასხვა შესაძლებლობებით, რომ არხმა არ შეწყვიტოს მაუწყებლობა.
  • ასევეაქტიური კოორდინაცია იქნება სხვადასხვა ჯგუფებში, როგორც საერთაშორისო მიმართულებით, სადაც უფრო მკაფიო უნდა გახდეს, როგორც პარტიების, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის პოზიცია, ერთმანეთთან კოორდინაცია მოხდება”.
  • „აქციები ჩატარდება თუ არა, ამასთან დაკავშირებით მჭიდრო კოორდინაცია გვექნება, თუმცა არ ვიქნებით ადვილად პროგნოზირებადები „ქართული ოცნებისთვის“.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები