Monday, September 25, 2023
spot_img
მთავარიეკონომიკამთავრობა ვაშლსაც დაასუბსიდირებს

მთავრობა ვაშლსაც დაასუბსიდირებს

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2023 წლის 15 დეკემბრამდე ფერმერებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს–ცენტრის ცნობით, პროგრამის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ვაშლის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაუწევს კოორდინაციას.

ხილის გადამმუშავებელი საწარმოები, რომლებიც ჩაერთვებიან პროექტში, ვალდებულნი იქნებიან საკოორდინაციო შტაბში ელექტრონული ფორმით გაიარონ რეგისტრაცია.

მანამდე, ოთხშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობა წელსაც ასუბსიდირებს რთველს: თითო კგ რქაწითლისა და კახური მწვანის სუბსიდია 20 თეთრს შეადგენს, ნაცვლად შარშანდელი 35 თეთრისა.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები