Sunday, November 27, 2022
spot_img
მთავარიეკონომიკამთელი მსოფლიოს ვეგანებისთვის ქართული ფხალი შეიძლება სუპერ საკვები იყოს

მთელი მსოფლიოს ვეგანებისთვის ქართული ფხალი შეიძლება სუპერ საკვები იყოს

BBC - ქართული ფხალი მთელი მსოფლიოს ვეგანებისთვის შეიძლება სუპერ საკვები იყოს

ვეგანური ქართული აპეტაიზერი – ასე, BBC ქართულ სამზარეულოს, ონლაინ გვერდის მკითხველს აცნობს.

ჟურნალისტმა სარა ფრიმენმა საქართველოში, ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმოგზაურა და ქვეყნის ტურისტულ მიმართულებას, კულტურასა და სამზარეულოს გაეცნო.

„მთელ მსოფლიოში ვეგანებისთვის ქართული ფხალი შეიძლება სუპერ საკვები იყოს“,- წერს BBC-ის ჟურნალისტი.

„ემოციებს ფერებით გამოვხატავ, მიყვება შეფ-მზარეული დავით ნარიმანიშვილი, როდესაც ჩემი ჩანგალი იდეალური ფორმის ქარვისფერ, მწვანე და მეწამულისფერ აპეტაიზერს ეხება. ნიახურის ფოთლებით დაწყებული ოხრახუშით დამთავრებული, ინგრედიენტები ფხალს შესანიშნავ კერძად აქცევს. ფხალი პირველ რიგში სუფრის საყრდენს წარმოადგენს და ქართველების უსაზღვრო სტუმართმოყვარეობას გამოხატავს“,-წერს სარა ფრიმენი.

სტატიაში ქართული კერძებია აღწერილი, თბილისის და ქუთაისის ბაზრები, ასევე კვების ობიექტები, სადაც ვეგეტარიანული კერძების გასინჯვა არის შესაძლებელი.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები