Friday, December 2, 2022
spot_img
მთავარიმთავარიმითითებები მოსკოვიდან და რუსული პასპორტები – რა იპოვეს ჩერნოვიცკო-ბუკოვინსკის ეპარქიაში

მითითებები მოსკოვიდან და რუსული პასპორტები – რა იპოვეს ჩერნოვიცკო-ბუკოვინსკის ეპარქიაში

უკრაინის უსაფრთხობის სამსახურმა ჩერნოვიცკო-ბუკოვინსკის ეპარქიის [მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია] ტერიტორიაზე ჩხრეკები ჩაატარა და აღმოაჩინა ეპარქიის მმართველების რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთები. ასევე, დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ სასულიერო პირები მსახურების ჩატარების მითითებებს მოსკოვიდან იღებენ და დიდი რაოდენობით კრემლის მხარდამჭერი ლიტერატურა. ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხობის სამსახური Telegram-ის არხის საშუალებით ავრცელებს.

“საგამოძიობო ქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ამოიღეს დოკუმენტები, რომელებიც ადასტურებს, რომ ეპარქიის მმართველებს აქვთ რუსული პასპორტები. გარდა ამისა, აღმოჩენელია ეპარქიის მმართველებსა და მათ მოსკოველ კურატორებს შორის მიმოწერები, რომლებიც ცხადყოფს, რომ ისინი იღებენ მითითებებს საეკლესიო ლიტურგიის ჩატარების შესახებ”. – წერია განცხადებაში.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები