Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიომილიარდერების Forbes-ის განახლებული რეიტინგში ორი ქართველია

მილიარდერების Forbes-ის განახლებული რეიტინგში ორი ქართველია

დედამიწას ახლა უკვე 2668 მილიარდერი ჰყავს, 87-ით მეტი ვიდრე 2021 წელს. მილიარდერები ჯამში 12.7 ტრილიონი დოლარის ქონებას ფლობენ. 400 მილიონით ნაკლებს 2021 წელთან შედარებით.

უმდიდრესი ადამიანების სიაში ახლა 2 ქართველია – ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ ლომთაძე.

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, რომელიც გასულ წელს პოლიტიკიდან მეორედ, როგორც თავად ირწმუნება საბოლოოდ წავიდა. Forbes-ის შეფასებით, 4.8 მილიარდის ქონებას ფლობს და 586-ე ადგილს სჯერდება, თუმცა როგორც ჩანს, მალე მის ქონებას 555 მილიონი შეემატება. ივანიშვილს ამ ოდენობის თანხას Credit Suisse გადაუხდის. The Wall Street Journal-ის ცნობით, დაახლოებით, 555 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა ბერმუდის სასამართლომ შვეიცარიულ გიგანტ Credit Suisse-ს.

შვეიცარიულმა კომერციულმა ბანკმა საშუალება მისცა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის პირად ბანკირს, პატრიკ ლესკადრონს, მილიარდერის ფულადი სახსრები არაგონივრულად ემართა და ნაწილი დაესაკუთრებინა კიდეც. საგულისხმოა, რომ Credit Suisse-ს აღნიშნული თანხა რეზერვში უკვე მობილიზებული აქვს.

კიდევ ერთი ქართველი, რომელიც Forbes-ის საპატიო რეიტინგში ნახსენებია მიხეილ ლომთაძეა. ფინანსური ტექნოლოგიების სექტორში გამდიდრებულ, Kaspi-ს დამფუძნებელს ჯერ მხოლოდ 1.9 მილიარდი დოლარი აქვს და სიაშიც 1579-ე ადგილს იკავებს. ბოლო 1 წელიწადში ლომთაძის ქონება 1.3 მილიარდი დოლარით შემცირდა.

ყაზახური ფინტექ-კომპანია Kaspi ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2020 წლის ნოემბერში გავიდა და მაშინ ბანკის ერთი აქცია 41.5 დოლარი ღირდა. ბანკის აქციების მაქსიმალური ღირებულება 2021 წლეს ოქტომბრის თვეში იყო, როდესაც ის 141.6 დოლარი ღირდა, თუმცა ჯერ ყაზახეთში არსებული კრიზისის, შემდეგ კი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის გამო, ბანკის აქციების საფასური შემცირდა და ახლა 47.5 დოლარია.

Forbes-ის სიაში ილონ მასკი ლიდერობს – 219 მილიარდი დოლარით, მეორე ადგილზე Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია, რომელიც 171 მილიარდს ფლობს. მესამე ადგილზე არის ბერნარ არნო LVMH-ის დამფუძნებელი, რომელსაც 153 მილიარდის ქონება აქვს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები