Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიომიხაილო პოდოლიაკი-"რუსეთი უარს აცხადებს მარიუპოლიდან ევაკუაციის ყველა წინადადებაზე"

მიხაილო პოდოლიაკი-“რუსეთი უარს აცხადებს მარიუპოლიდან ევაკუაციის ყველა წინადადებაზე”

რუსეთი უარს აცხადებს მარიუპოლიდან ევაკუაციის ყველა წინადადებაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

„პრეზიდენტი და პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი განუწყვეტლივ მიმართავენ მსოფლიო ლიდერებს, დაგვეხმარონ დავარწმუნოთ რუსული მხარე მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის აუცილებლობაში. ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი მიმართავს პუტინს პირადი არხებით და მოუწოდებს მას გააკეთოს ეს ჰუმანიტარული მიზეზების გამო. თუმცა, სამწუხაროდ, რუსული მხრიდან არანაირი პასუხი არ არის”, – აცხადებს პოდოლიაკი.

მისი თქმით, რუსებს საუბრის ან დათმობაზე წასვლის არანაირი სურვილი არ აქვთ.

„აზოვსტალის“ ქარხანაში ჯერ კიდევ ასობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება და ტერიტორია უკრაინის ძალების კონტროლის ქვეშ რჩება.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები