Sunday, November 27, 2022
spot_img
მთავარიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილის ვითომდა სამკურნალოდ გადაყვანის, სინამდვილეში არის კამპანია მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რათა...

მიხეილ სააკაშვილის ვითომდა სამკურნალოდ გადაყვანის, სინამდვილეში არის კამპანია მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რათა აირიდოს სასჯელი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის კამპანია სინამდვილეში მისი გათავისუფლების კამპანიაა. როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, აღნიშნულის მიზანი სააკაშვილისთვის „დამსახურებული მსჯავრის არიდებაა“.

„ყველა მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს სათანადო სამედიცინო მომსახურება და ეს მოწესრიგებულია ქართულ ციხეებში – ყველა მსჯავრდებულს მისი სტატუსის მიუხედავად, სათანადო სამედიცინო მომსახურება აქვს. მთელი ეს კამპანია -მიხეილ სააკაშვილის ვითომდა სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ, თავი არავინ მოიტყუოს, მითუმეტეს საზოგადოებას ასე რომ ატყუებენ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამხელა დეზინფორმაციულ კამპანიაზე დაფუძნებული ძალაა „ნაციონალური მოძრაობა”. სინამდვილეში ეს არის კამპანია მიხეოლ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რათა აირიდოს სასჯელი, რომელიც მართლმსაჯულებამ მიუსაჯა იმის გამო, რომ მან დეპუტატი სიკვდილამდე აცემინა და იმისთვის, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელებს ხელი დააფარა (რაც სტრასბურგის სასამართლომაც თქვა)“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, იმსახურებს თუ არა მესამე პრეზიდენტი შეწყალებას, პაპუაშვილი ამბობს: „ჩემი განსასაზღვრი არაა, ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა“.

„არცერთ დანაშაულს არ ინანიებს და ამ პირობებში შეწყალება…“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები