Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა. ყოფილმა პრეზიდენტმა ექიმის დახმარება ითხოვა და სასამსართლო პროცესი დატოვა. მოსამართლე, ნინო ჩახნაშვილმა შესვენება გამოაცხადა და პროცესი დროებით შეწყდა.

„მინდა ქართველ გმირებს მივაგო პატივი, ვინც უკრაინაში იბრძვის, ვინც უკრაინაში დაიღუპა. დღეს ასევე არის კახა ბენდუქიძის 66 წლისთავი, ეს არის ჩემი ძალიან ახლო ადამიანი. ადამიანი, რომელიც ბოლო ვისაც ესაუბრა, მე ვიყავი. მინდა სასამართლოსთან შეკრებილ ხალხს მივესალმო. თუ შეიძლება ექიმის დახმარება მჭირდება, ხელი მომკიდეთ“. – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელ ხალხს კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა და სასამართლოსთან მის მხარდასაჭერად შეკრებილ ხალხს მიესალმა.

სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე  მიმდინარეობს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები