ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.
„სააკაშვილს კოვიდი დაუდასტურდა! როგორ? ყველა შეფუთული შევდივართ! დღესაც გონება დაკარგა!“ – წერს ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში.
ვივა მედში ადასტურებენ, რომ მესამე პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა საიდან, ამას ვერ ამბობენ:
“ტესტი მოვიდა დადებითი. მასთან შედიან ადვოკატები ძირითადად, როგორ მოხდა, მე მზად არა ვარ ამაზე პასუხი გაგცეთ. თანამშრომლებში არავის არ დადასტურებია კოვიდი”,-აცხადებს ზურაბ ჩხაიძე