Tuesday, November 29, 2022
spot_img
მთავარიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს-ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნა

მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს-ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნა

საქართველოს სახალხო დმაცველის კონსილიუმის წევრი, ნერვოლოგი თენგიზ წულაძე ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. ექიმის თქმით, ეფექტური იქნება მკურნალობის დროს გარემოს შეცვლა. როგორც ექიმი აღნიშნავს, სააკაშვილი დღეში რეგულარულად მოხმარებადი კალორიის დაახლოებით 1/4-ს იღებს, ორგანიზმი კი “საკუთარ თავს ინელებს”.

ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მორიგი დასკვნა მოამზადა.

“რაც ვნახეთ, უფრო სუსტად გამოიყურება. ჩვენ გავეცანით ისტორიის მონაცემებს, ვნახეთ გარკვეული დარღვევები, რაც მიუთითებს იმას, რომ პაციენტს უარყოფითი კატაბოლური მდგომარეობა აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმი ინელებს საკუთარ თავს. ის ცილები, რომლებიც მას არ მიეწოდება გარედან, კუნთების დაშლის საშუალებით იღებს ამ ცილებს, შესაბამისად კუნთოვანი მასა მკვეთრად მცირდება ამ დროს. მდგომარეობა ამიტომაა გაუარესებული.

ჩვენი აზრით, ამის გამომწვევი შესაძლოა იყოს რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია, რამაც საბოლოოდ მოგვცა ანორექსია ანუ მადის დაქვეითება. ის იღებს თავისი რეგულარულად მოხმარებადი ნორმის კალორიის დაახლოებით 1/4-დან 1/3-მდე ანუ 600-800 კალორიამდე, რომელშიც პრაქტიკულად ცილა არ შედის და ცილოვანი შიმშილის ფონზე კუნთის მასა მკვეთრად შემცირებულია. ასევე, გამოხატულია წნევის ვარდნა წამოდგომისას”. – განაცხადა თენგიზ წულაძემ.

ექიმის განცხადებით, სააკაშვილს ციხეში ძირითადი მედიკამენტური მკურნალობა უტარდება, თუმცა მისივე თქმით, ეს რეაბილიტაციისთვის საკმარისი არ არის.

“ციხეში უტარდება ძირითადი მედიკამენტური მკურნალობა, სამედიცინო კონსულტაციები, მაგრამ როგორც ჩანს ეს გარემო საკმარისი არაა იმისთვის, რომ სრულად ჩატარდეს ნეიროფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. ვერ ხდება შეთანხმება პაციენტსა და ციხის სამედიცინო პერსონალს შორის. ის უარს ამბობს შეგნებულად თუ შეუგნებლად ცილოვანი საკვების მიღებაზე, რასაც მოსდევს ცილოვანი შიმშილი. ეს არის ჩვენი დასკვნა”- აღნიშნა წულაძემ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები