Wednesday, October 4, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკამოღალატეების გარდა, ყველასთან დავსხდებით და ვიმუშავებთ

მოღალატეების გარდა, ყველასთან დავსხდებით და ვიმუშავებთ

კობახიძე - გახარიაზე

მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით,”კართული ოცნება” მზადაა ყველა პოლიტიკურ ძალასთან დაჯდეს სასაუბროდ, „გარდა მოღალატეებისა“. ის პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას მოწოდებას გამოეხმაურა, ევროკავშირში გასაწევრიანებლად პოლიტიკური პარტიების ერთად დადგომასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ყველასთან მზად ვართ დავსხდეთ, გარდა მოღალატეებისა. გარდა იმ ადამიანებისა, იმ პოლიტიკური ძალებისა, რომლებსაც ანტისახელმწიფოებრივი მიზნები ამოძრავებთ. ყველა დანარჩენთან, რა თქმა უნდა, დავსხდებით და ვიმუშავებთ, თუმცა მე არ მგონია, რომ გახარიას ამაზე საუბრის მორალური უფლება ჰქონდეს, მისი წარსული ნაბიჯებიდან გამომდინარე“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის” თავმჯდომარე აცხადებს, რომ დღეს, როდესაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების რეალური შესაძლებლობა გაჩნდა, მნიშვნელოვანია, “ყველა ერთად დავდგეთ” და “არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ხელისუფლებაში ან ოპოზიციაში”. გიორგი გახარიას თქმით, მისი გუნდი მზად არისევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის იმუშაოს, ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთაც.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები