30აპრილი ვეტერინარიის მსოფლიო დღეა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით,სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით განხორციელებული პროგრამებისა და აქტივობების ანგარიში არასამთავრობო სექტორის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაავრცელა.
მათი ცნობით, სააგენტოში გამართულ შეხვედრას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო, რომელმაც ხაზი გაუსვა ვეტერინარიის დარგის მნიშვნელობას და ყურადღება არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა.
„პირველ რიგში, მინდა ყველა ვეტერინარს მივულოცო პროფესიული დღე და წარმატებები ვუსურვო. თითოეულ მათგანს, ყოველდღიურ საქმიანობით, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, როგორც ცხოველთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფაში, ასევე, სოფლის მეურნეობის დარგის, განვითარებასა და ისეთი გლობალური მიზნის მიღწევაში, როგორიც სურსათის უვნებლობაა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, აქტიურად მუშაობს საგანმანათლებლო და საკანონმდებლო კუთხით და კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგა იმისათვის, რომ მოხდეს პროფესიის პოპულარიზაცია და კვალიფიციური კადრების მომზადება“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
ვეტერინარიის მსოფლიო დღე, ვეტერინართა მსოფლიო ასოციაციის (WVA) და ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) ინიციატივით, 2000 წელს დაარსდა და ყოველწლიურად აპრილის ბოლო შაბათს აღინიშნება. 2022 წლის მთავარი გზავნილი – ვეტერიანარული შესაძლებლობების გაძლიერებაა”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.