Saturday, June 10, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიომსოფლიო რუსეთს უპირისპირდება

მსოფლიო რუსეთს უპირისპირდება

ახალი ამბები რუსეთის ომის შესახებ:

▪️ გამომძიებელი ჟურნალისტების Conflict Intelligence Team უტყუარი ინფორმაცია მიიღეს, რომ რუსეთს დონბასის რაიონში, ჯარები კიევის რეგიონიდან და რეზერვებიდან გადაჰყავს. 2 აპრილს ბელორუსიში გადაღებულ კადრებში, კარგად ჩანს სადესანტო ტექნიკის (BMD-2) შელონები.

▪️მიკოლაიევს დღეს კვლავ გაუხსნეს ცეცხლი, აკრძალული კასეტური ბომბებით. დარჩით თავშესაფრებში. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი – განაცხადა მერმა ალექსანდრე სენკევიჩმა. გუშინვე ქალაქში ორი საავადმყოფო, ბავშვთა სახლი და ლაბორატორიული ცენტრი დაბომბეს.

▪️ ომის შემდეგ ოდესის რეკონსტრუქციას საბერძნეთი შეუერთდება. „ჩვენ ვიქნებით მომავლის ნაწილი, დაგეხმარებით ამ ქალაქის აღდგენაში და კიდევ უფრო ლამაზი და უკეთესი გავხადოთ“, – განაცხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს დენდიასმა.

▪️საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მას სურს დაბლოკოს რუსული ქვანახშირისა და ნავთობის ექსპორტი ევროკავშირში მიმდინარე კვირაში მას შემდეგ, რაც მოხდა უკრაინის ქალაქ ბუჩაში, მან ამ შემთხვევას “ომის დანაშაული” უწოდა.

▪️გაეროს უშიშროების საბჭო დაუგეგმავ სხდომას აღარ მოიწვევს “ბუჩაში უკრაინელი რადიკალების პროვოკაციის”განსახილველად, როგორც ამას რუსეთი ითხოვს. ამის ნაცვლად, ის 5 აპრილს შეიკრიბება, რათა განიხილოს რუსეთის სამხედრო დანაშაულებები.

▪️ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განაცხადა, რომ იტალია მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, განსაკუთრებით ენერგეტიკულ სექტორში.

▪️ 3 აპრილს ოდესაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი მოქალაქე დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ოდესის საოლქო პროკურატურა იუწყება. გადამამუშავებელი ქარხნისა და ნავთობის საწყობების დაბომბვის შედეგად განადგურდა საწვავის ავზები, დაზიანდა ფერმის შენობები და გაზის კომუნიკაციები.

აკრძალული კასეტური ბომბი, რომლითაც დღეს ნიკოლაევს ესროლეს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები